გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის   მთავარი თემა                            
ფოტოსინთეზი
საგანი/პედაგოგი
ბიოლოგია/  ლალი პატარავა
სწავლების  საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური/მე-10 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
8 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მიდგომების მოსწავლეები არ არიან.
გაკვეთილის  მნიშვნელობა  და  აქტუალობა
·         ფოტოსინთეზის  როლი   აერობული  ორგანიზმებისთვის  საჭირო  ჟანგბადის წარმოქმნაში. 
·         თავისუფალი  ჟანგბადის  როლი  ოზონის შრის  წარმოქმნაში,  რომელიც    იცავს  დედამიწას   ულტრაიისფერი  გამოსხივებისაგან.
გაკვეთილის  მიზანი  და  მისაღწევი  შედეგი
·         მსჯელობს  მცენარის  როლზე  ფოტოსინთეზის  პროცესში. 
·         განასხვავებს  სინათლისა  და  სიბნელის  ფაზებს  და მიღებულ  პროდუქტებს;
·         აღწერს  ქლოროპლასტების    თილაკოიდებში  მოთავსებულ  ქლოროფილის  მარცვლებში  მიმდინარე  პროცესს  და  მსჯელობს  მზის  ენერგიის  როლზე  მცენარის  მიერ   ატფ-ის  წარმოქმნაში.
·         ფოტოსინთეზის  პროცესს განასხვავებს ქემოსინთეზისაგან.
წინარე  ცოდნა
ü  იციან ნივთიერებათა   ცვლა და ენერგიის  გარდაქმნა  უჯრედში;
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს  ვაფასებ  წინასწარ  განსაზღვრული    შეფასების  სქემის  მიხედვით.
გამოყენებული სასწავლო  მასალა  და ტექნიკური რესურსი
სასწავლო მასალა: სახელმძღვანელო,  სქემები  რვეული, ფანქრები.
ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტი,
გაკვეთილის    მსვლელობა  და მენეჯმენტი
მისალმება/კლასის  ორგანიზება -2წთ

გაკვეთილის  A  ფაზა - გამოწვევა/მოლოდინის განსაზღვრა

შესავალი საუბარი _ 5 წთ.

აქტივობა  1. გაიხსენე _ 10 წთ;
მოსწავლეებს  ვთხოვ  სახელმძღვანელოში  წაიკითხონ  რუბრიკა  -„გაიხსენე“ და უპასუხონ  კითხვებს:
ა .  დაახასიათე   ქლოროპლასტის  აგებულება   და ფუნქცია.
ბ.  ახსენი  ქლოროპლასტის  აგებულების თავისებურება  როგორ  განსაზღვრავს  მის
ფუნქციას.
 
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება

აქტივობა  3. ტექსტზე და ტაბულაზე მუშაობა _ 12 .  წთ. 

დახატვა  შეძლებისდაგვარად
წავაკითხებ   და  ყურადღებას  ვამახვილებინებ   ძირითად  საკითხებზე . 
ვაძლევ  ინსტრუქტაჟს   წყვილებში  სამუშაოდ  შესაბამისი ბარათებით  და  შეკითხვებით:
 
პირველი  ბარათი. 
აღწერე:
1.       რა  ხდება  სინათლის ფაზაში?

მეორე  ბარათი.
2.       აღწერე   რა  ხდება სიბნელის  ფაზაში?

 მესამე ბარათი:
3.       დაწერე  სინათლისა    და სიბნელის ფაზაში მიღებული  პროდუქტები.

მეოთხე  ბარათი:
4.       სად  გროვდება  და  შემდეგ  სად  ტრანსპორტირდება   წყლის  დაშლისას  მიღებული წყალბადის იონები?

მეხუთე  ბარათი. 
5.       გამარტივებული  სახით როგორ  შეიძლება  წარმოვადგინოთ ფოტოსინთეზის  რეაქცია?

მეექვსე  ბარათი.
6.       რა  ხდება ქემოსინთეზის  დროს?

გაკვეთილის  C ფაზა
რეფლექსია

აქტივობა 5.  წყვილების პრეზენტაცია  6 წთ.
კომენტარს  ვუკეთებ  მოსწავლეთა ჩანახატებს.
ვამოწმებ   ამოცანის პასუხებს.

აქტივობა 6.  კითხვა-პასუხი 5 წთ

1.        რატომ  ასრულებს მცენარის ფოთოლი  მაფოტოსინთეზირებელი
ორგანოს  ფუნქციას?
2.        სად  გროვდება  ჭარბი  ორგანული
        ნივთიერებებები? 
3.       რომელი  ნივთიერებაა  ატმოსფერული  ჟანგბადის  წყარო?
4.       გაიხსენეთ  რა   არის  კვებითი  ჯაჭვი?


საშინაო  დავალების  მიცემა  2წთ

1.     დახაზონ  გრაფიკი  როგორ  არის დამოკიდებული   ფოტოსინთეზის  სიჩქარე  განათების  ინტესივობაზე  .
2.     მოიპოვონ  ინფორმაცია  ფოტოსინთეზის  კვლევის  ისტორიის  შესახებ  და  წარმოადგინონ  რეფერატის  სახით

შეფასება  3  წთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий